Wednesday, April 27, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
1.საავტორო უფლებების გაცნობა
2. პროექტისათვის მოძიებული სურათების ინტერნეტ მისამარტების შეტანა პროექტში
3.პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე
4. ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე



დღეს შესწავლილი  საკითხები საშუალებას მომცემს პროექტში შევიტანო მოძიებული სურათების ინტერნეტ მისამართები, პრეზენტაცია ავტვირთო ბლოგზე და ასევე ვიდეოებიც ავტვირთო ბლოგზე.

პროექტის პრეზენტაცია


Tuesday, April 26, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დრეს გავეცანით მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფის ახალ მეთოდებს. შევისწავლეთ პროექტის პრეზენტაციის შევსება, ვიმუშავე საპრეზენტაციო პროგრამაში, ვისწავლე ინტერნეტში სურათების მოძიება , მათი შენახვა და პრეზენტაციაში ჩასმა

ტრენინგის მეოთხე დღე


დღეს განხილული საკითხები:
1.მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფის ახალი მეთოდების განხილვა-გაცნობა
2.პროექტის პრეზენტაციის შევსება
3.საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობა
4.სურათების მოძიება ინტერნეტში, მათი შენახვა და პრეზენტაციაში ჩასმა

Thursday, April 21, 2016

საპრეზენტაციო პროგრამა Powerpoint

გაკვეთილი-პროექტის თემა:  საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენება 
პროექტის   მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლე შესძლებს კონკრეტული მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების წაკითხვას, მოიძიებს ინტერნეტში მასალას, მოახდენს რედაქტირებას  და წარადგენს პრეზენტაციას შესაბამისი პროგრამის საშუალებით.

პროექტის მიზნები: მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს როგორც წიგნით, ასევე ისტ-ის გამოყენებით კითხვის, კვლევის, ანალიზის უნარი, ურთიერთთანამშრომლობის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. 
მოსწავლეთა ასაკი: 11-12 წელი                                 
 ვადები/ხანგრძლივობა: 14 დღე

მოსალოდნელი შედეგები:   მოსწავლე კითხულობს ლიტერატურას წიგნიდან. ისტ-ის გამოყენებით იკვლევს,  აკეთებს ანალიზს, ურთიერთთანამშრომლობის გზით სრულყოფს მასალას, სწავლობს საპრეზენტაციო პროგრამის ელემენტებს, უვითარდება მეტყველების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. სურვილი უჩნდებათ მოაწყონ შემოქმედებითი საღამოები.

პროექტისთვის საჭირო  ძირითადი რესურსებიკომპიუტერი, პროგრამა MS PowerPoint, ინტერნეტი, ისტ-ის სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა.

პროექტის მსვლელობა: 
1 დღე. პროექტორის დახმარებით მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული მასალის დახმარებით გავაცნობ, თუ რა არის პრეზენტაცია და რომელ პროგრამაში მზადდება იგივუჩვენებ სხვადასხვა თემებზე  მომზადებულ  ელექტრონულ პრეზენტაციებს.
2 დღე. გავაცნობ MS PowerPoint 2010 ინტერფეისს, პროგრამის მენიუს. კომპიუტერზე მოსწავლეები  მუშაობენ ინდივიდუალურად. პირველი სლაიდი შეეხება ინფორმაციას მათი ვინაობის შესახებ.            3-13 დღე. მოსწავლეებს ვთავაზობ  სამი მწერლის (ნოდარ დუმბაძე, ვაჟა-შველა, ილია ჭავჭავაძე) ნაწარმოებებს, ისინი ინდივიდუალურად აირჩევენ ერთ-ერთი მწერალის ნაწარმოებებს  სახლში წასაკითხად.  გაკვეთილზე მოამზადებენ სლაიდებს გეგმის მიხედვით.  



·         საპრეზენტაციო თემის შესახებ ინფორმაციის შეკრება;
·         შეკრებილი მასალიდან იმ ინფორმაციის ამოკრება და გაანალიზება, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება;
·         გადარჩეული და გაანალიზებული ინფორმაციის სათანადო თანამიმდევრობით დალაგება.


14,15 დღე  მოსწავლეებს პროექტორის დახმარებით ვუჩვენებ, თუ როგორ ხდება სლაიდზე არსებული ტექსტური თუ გრაფიკული ობიექტების მოძრაობაში მოყვანა, სლაიდების თანმიმდევრობის შეცვლა. შესაბამისი ბრძანებების გამოყენებით რედაქტირება. ვთავაზობ:

ნაწარმოების მიხედვით, მოიძიონ ინტერნეტიდან მასალა და მოახდინონ რედაქტირება, ასახონ სლაიდებზე ტექსტური, გრაფიკული, ფოტო  და ვიდეო მასალა. 


16 დღე მოსწავლეები ურთიერთთანამშრომლობის გზით უზრუნველყოფენ სლაიდების რედაქტირებას და სრულყოფაში მოყვანას.
17
დღე.  სკოლის სააქტო დარბაზში წარადგენენ პრეზენტაციას. კითხულობენ საყვარელი მწერლის ლექსებს, ამონარიდებს. 
 საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი კავშირშია ქართულ ენასა და ლიტერატურასთან, კინოხელოვნებასთან  და ისტ-თან.
პროექტის ხელმძღვანელი: ნატალია აბრამიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nati.abramidze@gmail.com



ტრენინგის მესამე დღე

დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
1.პროექტის გეგმის შევსება
2.ესგ-დან შესაბამისი სტანდარტის შეტანა პროექტში
3.XXI-ე საუკუნის შესაბამისი სტანდარტების შეტანა პროექტში
4.პროექტის მოსალოდნელი შედეგების  განსაზღვრა
5.მიმართულების მიმცემი კითხვების  დასმა


დღევანდელ დღეს შესწავლილი მასალით  შევძლებ პროექტის მომზადებას.

ტრენინგის მეორე დღე

დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
1.პროექტის შაბლონების გადმოგზავნა მონაწილეთათვის
2.პროექტის შაბლონზე მუშაობა
3.პუბლიკაციის მომზადენა პროგრამა Word-ში
ა)ფურცლის გაფორმება
ბ)ჩარჩოში ჩასმა
გ)სურათების შეტანა
დ)პუბლიკაციის მომზადება გამოსაცემად
4.ბლოგზე რეგისტრაცია და რეფლექსიის გამოქვეყნება.

დღევანდელ დრეს მიღებული ინფორმაცია საშუალებას მომცემს დავამზადო ბუკლეტი, მოსაწვევი და ა.შ.
საშუალება მომეცემა ბლოგზე ინფორმაციის შეტანის.