Monday, July 21, 2014

საპრეზენტაციო პროგრამა Powerpoint

გაკვეთილი-პროექტის თემა:  საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენება 
პროექტის   მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლე შესძლებს კონკრეტული მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების წაკითხვას, მოიძიებს ინტერნეტში მასალას, მოახდენს რედაქტირებას  და წარადგენს პრეზენტაციას შესაბამისი პროგრამის საშუალებით.

პროექტის მიზნები: მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს როგორც წიგნით, ასევე ისტ-ის გამოყენებით კითხვის, კვლევის, ანალიზის უნარი, ურთიერთთანამშრომლობის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. 
მოსწავლეთა ასაკი: 11-12 წელი                                 
 ვადები/ხანგრძლივობა: 14 დღე

მოსალოდნელი შედეგები:   მოსწავლე კითხულობს ლიტერატურას წიგნიდან. ისტ-ის გამოყენებით იკვლევს,  აკეთებს ანალიზს, ურთიერთთანამშრომლობის გზით სრულყოფს მასალას, სწავლობს საპრეზენტაციო პროგრამის ელემენტებს, უვითარდება მეტყველების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. სურვილი უჩნდებათ მოაწყონ შემოქმედებითი საღამოები.

პროექტისთვის საჭირო  ძირითადი რესურსებიკომპიუტერი, პროგრამა MS PowerPoint, ინტერნეტი, ისტ-ის სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა.

პროექტის მსვლელობა: 
1 დღე. პროექტორის დახმარებით მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული მასალის დახმარებით გავაცნობ, თუ რა არის პრეზენტაცია და რომელ პროგრამაში მზადდება იგივუჩვენებ სხვადასხვა თემებზე  მომზადებულ  ელექტრონულ პრეზენტაციებს.
2 დღე. გავაცნობ MS PowerPoint 2010 ინტერფეისს, პროგრამის მენიუს. კომპიუტერზე მოსწავლეები  მუშაობენ ინდივიდუალურად. პირველი სლაიდი შეეხება ინფორმაციას მათი ვინაობის შესახებ.            3-13 დღე. მოსწავლეებს ვთავაზობ  სამი მწერლის (ნოდარ დუმბაძე, ვაჟა-შველა, ილია ჭავჭავაძე) ნაწარმოებებს, ისინი ინდივიდუალურად აირჩევენ ერთ-ერთი მწერალის ნაწარმოებებს  სახლში წასაკითხად.  გაკვეთილზე მოამზადებენ სლაიდებს გეგმის მიხედვით.  



·         საპრეზენტაციო თემის შესახებ ინფორმაციის შეკრება;
·         შეკრებილი მასალიდან იმ ინფორმაციის ამოკრება და გაანალიზება, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება;
·         გადარჩეული და გაანალიზებული ინფორმაციის სათანადო თანამიმდევრობით დალაგება.


14,15 დღე  მოსწავლეებს პროექტორის დახმარებით ვუჩვენებ, თუ როგორ ხდება სლაიდზე არსებული ტექსტური თუ გრაფიკული ობიექტების მოძრაობაში მოყვანა, სლაიდების თანმიმდევრობის შეცვლა. შესაბამისი ბრძანებების გამოყენებით რედაქტირება. ვთავაზობ:

ნაწარმოების მიხედვით, მოიძიონ ინტერნეტიდან მასალა და მოახდინონ რედაქტირება, ასახონ სლაიდებზე ტექსტური, გრაფიკული, ფოტო  და ვიდეო მასალა. 


16 დღე მოსწავლეები ურთიერთთანამშრომლობის გზით უზრუნველყოფენ სლაიდების რედაქტირებას და სრულყოფაში მოყვანას.
17
დღე.  სკოლის სააქტო დარბაზში წარადგენენ პრეზენტაციას. კითხულობენ საყვარელი მწერლის ლექსებს, ამონარიდებს. 
 საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი კავშირშია ქართულ ენასა და ლიტერატურასთან, კინოხელოვნებასთან  და ისტ-თან.
პროექტის ხელმძღვანელი: ნატალია აბრამიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nati.abramidze@gmail.com



No comments:

Post a Comment